ქართლის ჭირი
ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი: მანანა სუხიტაშვილი
გაკვეთილის მიზანი
თქვენ შეძლებთ:
1. გაანალიზებთ მხატვრულ ტექსტს;
2. განასხვავებენ ტექსტში ფაქტობრივ, კონცეპტუალურ და
ქვეტექსტურ ინფორმაციას;
3. დაიცავთ სამეტყველო ქცევის ეთიკურ ნორმებს;
4. გამოიყენებთ ზეპირი კომუნიკაციის ეფექტურ ხერხებს;
5. გამოავლენთ კრიტიკული აზროვნების უნარს;
ფრაგმენტი ფილმიდან „დავით გურამიშვილი“
ქართლის ჭირი
კითხვები
1.არის თუ არა
„ქართლის ჭირი“
კლასიკური პოემა და
რატომ?
2.რატომ არის ღირებული ეს პოემა
და რამდენად სანდოა იგი?
3.პოემის ტექსტის მიხედვით დაასახელეთ „ქართლის
ჭირის“ გამომწვევი უმთავრესი მიზეზები.
4.პოემაში ვხვდებით სტრიქონს:
„დაჯაბდნენ გულად მამაცნი, მძლეთა მებრძოლთა
მძლეველნი“,
თქვენი აზრით ვინ არიან სტრიქონში მოხსენიებული
„მძლეთა მებრძოლთა მძლეველნი“?
5.რა უპატიებელი ცოდვა ჩაიდინეს მათ და რა
მიიღეს ამ ცოდვის პასუხად?
6.შინაურმა აშლილობამ და ზნეობრივმა გადაგვარებამ
რა განსაცდელი მოუვლინა ქართველს?
7.გურამიშვილის აზრით, უპირველეს ყოვლისა, სად არის
საძიებელი „ქვეყნის წახდენის მიზეზი“, საკუთარ თავში თუ
სხვაგან? პასუხი გაამყარეთ საკუთარი არგუმენტით.
ფრაგმენტი ფილმიდან „დავით გურამიშვილი“
„მართალს ვიტყვი, შევიქმნები ტყუილისა მოამბე რად?“
კითხვები
• 1.რაზეა გამახვილებული ყურადღება მოცემულ ფრაგმენტში?
• 2.როგორ გესმით ანდაზა: „სიმართლის მთქმელს ცხენი
შეკაზმული უნდა ჰყავდეს?“
• 3.იყო თუ არა სიმართლის თქმის საჭიროება იმ ეპოქაში?
წაიკითხეთ და გაანალიზეთ ხელმძღვანელოს 350-ე გვერდზე
ნაწყვეტი არსებული პოემიდან „ქართლის ჭირი“
(მართლის თქმა)
ვამოწმებ მეხსიერებას
• ხომ არ დარჩა ბუნდოვანისაკითხი,
რომელიც გაუგებარია თქვენთვის?
ხომ არ აქვთ კითხვები?
საშინაო დავალება.
1.მიღებული ცოდნის განმტკიცების მიზნით კიდევ ერთხელ
ყურადღებით წაიკითხონ პოემიდან „ქართლის ჭირი“ ახსნილი
მონაკვეთი.
2.მოამზადონ პრეზენტაცია (მათთვის მისაღები ფორმით: ესე,
სლაიდ-შოუ, ფოტო გამოფენა, პოსტერი, მცირე ანიმაციური
ფილმი): „ჩემი დამოკიდებულება სიმართლისადმი“
გმადლობთ ყურადღებისათვის